სიახლეები

მომავლის სტარტაპერები

„მომავლის  სტარტაპერები“

 

 

თუ ხარ კრეატიული,  განვითარებაზე ორიენტირებული და მიზანდასახული მოსწავლე,  ეს პროექტი  შენთვის არის!

მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტი,  (ყოფილი ,,ნიუ უნივერსითი”)  იწყებს  პროექტს „ მომავლის სტარტაპერები“.

პროექტის მიზანია:

  • ახალგაზრდების წახალისება და მოტივაციის ამაღლება ბიზნეს იდეების გენერირებასა და განხორციელების მიმართულებით;
  • რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა განვითარებისა და პერსპექტიული მომავლისათვის;
  • სტარტაპ კულტურის დანერგვა მოსწავლეებში;

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?!

  • აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სკოლის მოსწავლეს;
  • აპლიკანტი უნდა იყოს მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლე;
  • მონაწილეობის მიღება შეუძლია მოსწავლეს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად;

კონკურსში მონაწილეობის წესები:

  1. აღნიშნული ლინკიდან ჩამოტვირთეთ ფაილი
  2. გამოაგზავნეთ ფაილი აღნიშნულ ელ-ფოსტა (განახლებული ელ-ფოსტა) futurestartupers@gmail.com

 

თანდართული დოკუმენტები:

  1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  2. სკოლიდან დამადასტურებელი ცნობა;
  3. მშობლების თანხმობა;

 

პროექტი შეფასდება 5 ბალიანი სისტემით:

  • 0.ქულა  არ პასუხობს კრიტერიუმს ან/და არასაკმარისი ინფორმაციაა განსჯისთვის
  • 1.არაადექვატურადაა წარმოდგენილი მასალა, არსებითი უზუსტობებით
  • 2.ზოგადად პასუხობს კრიტერიუმებს,  მაგრამ დასაბუთება არადამაკმაყოფილებელია
  • 3.კარგად პასუხობს კრიტერიუმს, დასახვეწია-საჭიროებს გაუმჯობესებას
  • 4.ძალიან კარგადაა შესრულებული, ორიგინალურია, ცალკეული საკითხები დასაზუსტებელია
  • 5.ზედმიწევნით აკმაყოფილებს კრიტერიუმებს,ხასიათდება მაღალი აქტუალობითა და მდგრადობით, ხარვეზები უმნიშვნელოა

 

შეფასების კრიტერიუმები:

  1. იდეის აქტუალურობა და ინოვაციურობა
  2. საპროექტო დოკუმენტის გამართულობა: რამდენად მკაფიოდ არის წარმოდგენილი პროექტის მიზანი, პროექტის  განხორციელება და პერსპექტივა (პროექტის შინაარსობრივი მხარე)
  3. სამოქმედო გეგმა
  4. მარკეტინგული ხედვა (რაოდენ რელევანტურად არის გათვლილი პროექტი მომხმარებელზე)
  5. ფინანსური გეგმა (რაოდენ სრულყოფილად არის ასახული პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რესურსები)

 

ყურადღება!!!

განაცხადების მიღება დასრულდება  10 იანვარს, არასრულად შევსებული განაცხადი არ  განიხილება.

ჟიურის მიერ   შეირჩევა  8   ინოვაციური იდეა,  რომელიც გაშუქდება ტელეიმედის ეთერში,  საბოლოოდ კი გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც დაფინანსდება!

 

იხილეთ ვიდეო

( პროექტი დაფინასდება 10 000 ლარის ოდენობით)

აპლიკაციის ფორმა

 

 

 

 

 


 

Leave a Comment

Your email address will not be published.

EnglishGeorgia