სიახლეები

მილენიუმი სასწავლო  უნივერსიტეტი

🔷სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

🔷2019 წლის 6 დეკემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტიში ტარდება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველებს ეძლევათ შესაძლებლობა გამართონ პრეზენტაცია ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც ჯდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში და საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობებს ეხება. პრეზენტაცია არ უნდა ცდებოდეს 10 წუთს, ორი მომხსენებლის შემთხვევაში კი – 15 წუთს.

🔷გამოვლინდება სამი გამარჯვებული:
🔰 საუკეთესო მოხსენება/პრეზენტაცია,
🔰 ყველაზე აქტუალური საკითხის წარმოჩენა,
🔰ახალი პრობლემური საკითხის წამოწევა.

🔷ყურადღება გამახვილდება პრობლემის წარმოჩენის, ინფორმაციის გადმოცემის, ლიტერატურის სწორად მოძიებისა და დამუშავების უნარზე, პრეზენტაციის შინაარსობრივ და ვიზუალურ მხარეზე.
გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.
სამ გამარჯვებულ მონაწილეს გადაეცემა ფასიანი საჩუქარი.
მსურველებმა ნოემბრის ბოლომდე უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი, იხილეთ ქვემოთ.
განაცხადის ფორმა-http://bit.ly/2XksCXT

🔷(თქვენ მიერ მითითებულ ნომერზე დაგიკავშირდებათ საკონტაქტო პირი, რათა პირადად მივიღოთ თქვენი თანხმობა).

Leave a Comment

Your email address will not be published.

EnglishGeorgia