სიახლეები

მილენიუმის სასწავლო უნივერსიტეტი

🇬🇪🇱🇹
დღეს, 31 იანვარს სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ბატონმა გოჩა ოჩიგავამ გამართა საინტერესო შეხვედრა ფილოლოგიის დოქტორ ვიდას კავალიაუსკასთან, რომელიც გახლავთ საქართველოში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, ვილნიუსის ბიზნესის უმაღლესი სკოლის პროფესორი. საუბარი შეეხო ლიეტუვაში ჩვენი სტუდენტებისთვის სწავლის გაგრძელების პერსპექტივას, ერთობლივ კულტურულ- საგანმანათლებლო პროექტებს, უცხო ენების მოკლევადიან კურსებს, ლიეტუველი პროფესორების მილენიუმის სასწავლო უნივერსიტეტში მოწვევას, მასტეკლასების გამართვას ვილნიუსში, თანამშრომლობას სამეცნიერო გამომცემლობებთან, ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის გახსნას და სხვა.
მადლობას ვუხდით ბატონ ვიდასს, საინტერესო წინადადებებისა და თანამშრომლობისათვის.
#ახალიგეგმები☝️
#ახალიპერსპექტივები🇱🇹

Leave a Comment

Your email address will not be published.

English English Georgian Georgian Russian Russian