სიახლეები

მილენიუმის სასწავლო უნივერსიტეტი

“უმაღლესი სასწავლებლების დამეგობრებისა და სტუდენტთა სამეცნიერო აქტივობის წარმოჩენა/წახალისების” პროგრამის ფარგლებში, 17 დეკემბერს მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდნტური სამეცნიერო კონფერენცია – “გზა ევროკავშირისკენ და საქართველო”.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასვხა უმაღლესი სასწავლების სტუდნტებმა.

კონფერენციაზე მომხსენებლებმა წარადგინეს საზოგადოებისთვის საინტერესო თემები. მათ შორის საკითხები შეეხებოდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიც არის: ევროინტეგრაცია, ეროვნული უმცირესობები, რუსული პროპაგანდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და სხვა.

კონფერენციის მონაწილეებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური 👉 პროფესორი გოჩა ოჩიგავა, პროფესორი ზურაბ ლობჟანიძე და ასოცირებული პროფესორი ნინი ზურაშვილი.

🏆კონფერენციის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, შემდეგ ნომინაციებში:

🔰საუკეთესო პრეზენტაცია🔰– რუსუდან პაპიძე, ნიკა მენოგნიშვილი -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

🔰საუკეთესო პრეზენტაცია ტექნიკურ ნაწილში🔰 – მარიამ ხურცილავა-ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი

🔰აქტუალური თემა🔰– ერეკლე გოგიტიძე, ნინო კურტანიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზულფია ღანიშაშვილი- მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტი

🏅უნივერსიტეტმა გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.

მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტი – გისურვებთ წარმატებებს.

Leave a Comment

Your email address will not be published.

English English Georgian Georgian Russian Russian