პლაგიატის აღმოჩენის, თავიდან აცილების, პლაგიატის შემთხვევაზე რეაგირების პროცედურები და მექანიზმები

მუხლი1. ზოგადი დებულებები

უნივერსიტეტის   თანამშრომელი,    განსაკუთრებით   კი   მისი   აკადემიური   პერსონალი,    უნდა აცნობიერებდეს,  რომ  საუნივერსიტეტო  განათლებისა  და  კვლევის  მაღალ  დონეზე  განხორციელება წარმოუდგენელია აკადემიური კეთილსინდისიერების  დამკვიდრებისთვის მზაობისა და მისი დაცვის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, იყოს მის ფარგლებში ან მისი სახელით ჩატარებული საგანმანათლებლო და კვლევით პროცესში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის    გარანტი,     ასევე    გამოავლინოს    და    შესაბამისი    რეაგირება    მოახდინოს    აკადემიური კეთილსინდისიერების  ნორმების დარღვევაზე.

აკადემიური პერსონალი უნდა აცნობიერებდეს,  რომ აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმების დარღვევისა  და პლაგიატიზმის თითოეული შემთხვევა,  ასევე აღნიშნულ  მოქმედებებზე რეაგირების არარსებობა   არის  უნივერსიტეტის   და   მისი   საგანმანათლებლო   პროცესის   დისკრიმინირებისა   და გაუფასურების მიზეზი.

უნივერსიტეტი    იტოვებს    უფლებამოსილებას,    გაატაროს    პლაგიატთან ბრძოლის პოლიტიკა, დანერგოს აკადემიური

 კეთილსინდისიერების   დარღვევისა და ამ დარღვევებზე დისციპლინარული რეაგირების  მექანიზმები,   ასევე,   განსაკუთრებით  მკაცრი  ზომები  გაატაროს  პლაგიატისა  და  მისი რეციდივის შემთხვევაში. როგორც წინასწარ განზრახული, ისე უნებლიე პლაგიატი განიხილება როგორც დასჯადი ქმედება.

პლაგიატი    არის აკადემიური   არაკეთილსინდისიერება,   რაც  გამოიხატება   საკუთარი   ნაშრომის ნაწილად  სხვა  ავტორის  ნამუშევრის  გამოყენებასა

და  ნაშრომის  ორიგინალობასთან  დაკავშირებით არასწორი/ცრუ წარმოდგენის შექმნაში.

პლაგიატის სახეები:

ა) პირდაპირი პლაგიატი – სხვისი ინტელექტუალური შრომის შედეგის ტექსტის, იდეის, კონცეფციის, ვიზუალური ან აუდიო მასალის, ნებისმიერი სახის მონაცემების გამოყენება და გავრცელება ავტორის მითითების გარეშე;

ბ) მოზაიკური პლაგიატი –  მოზაიკური პლაგიატისას სხვადასხვა წყაროებიდან აღებული მოსაზრებების იმგვარი გაერთიანება, როდესაც ცალკეული ავტორი მითითებული არ არის;

გ) საავტორო უფლებების დარღვევა – სხვისი ნამუშევრის გამოყენება საავტორო უფლებების მოპოვების გარეშე;

დ) თვითპლაგიატი – საკუთარი ნაშრომის განმეორებით გამოყენება ორიგინალური წყაროს მიუთითებლად;

ე) პირველწყაროს ტექსტის მცირედი, „კოსმეტიკური“ ცვლილებები –  მაგალითად, ავტორის მითითების გარეშე  რამდენიმე სიტყვის ან წინადადების წყობის შეცვლა თუ აზრი  იგივეა;

ვ) გამოუქვეყნებელი მასალის გამოყენება – მაგალითად, სტუდენტის ნაშრომის, ბლოგის, ლექციის ჩანაწერების, კონსპექტის და სხვ. გამოყენება ავტორის/წყაროს მითითების გარეშე;

ზ) ვებ გვერდის, ფილმის, სატელევიზიო გადაცემის  და სხვ. გამოყენება ავტორის/წყაროს მითითების გარეშე;

პლაგიატი  შესაძლოა  გამოვლინდეს შემდეგი ფორმებით:

ა) სხვისი ინტელექტუალური შრომის ნაყოფის მითვისება;

ბ) საკუთარი სახელით სხვისი ნამუშევარის ან მისი ნაწილის წარდგენა;

გ) სხვისი ნამუშევრის გამოყენება ციტირების მოთხოვნილი წესის დაცვის გარეშე;

დ) წარმოდგენილ ტექსტში სხვისი ნაშრომით სისტყვასიტყვითი ციტირება, სიტყვითი ან წინადადების წყობის  ცვლილება,  შინაარსის  ცვლილების  გარეშე,  სხვისი  ნამუშევრიდან  გამომდინარე  დასკვნების მოყვანა  წყაროს მითითების გარეშე.

სტუდენტის შემთხვევაში აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევად მიიჩნევა:

ა) გადაწერა ან მისი მცდელობა;

ბ)კომუნიკაცია ან მისი დამყარების მცდელობა, როდესაც ლექტორის/დამკვირვებლის მიერ სემინარზე ან საგამოცდო პროცესის დროს ადგილი აქვს კომუნიკაციის აკრძალვას.

გ) სასწავლო  პროცესის      მართვის        ელექტრონულ         ბაზის საგამოცდო ინტერფე­ისში არაავტორიზებული შეღწევის მცდელობა;

დ) დამხმარე მასალის/მოწყობილობის გამოყენება ან მისი მცდელობა, თუ აღნიშნული არ არის ნებადართული შესაბამისი სასემინარო/საგამოცდო დავალებითი აღწერილობით.

ე.) ინდივიდუალურ           დავალებაში სხვებისგან    დახმარების  მიღება           ან სხვა სტუდენტებისთვის დახმარების გაწევა;

ვ) სხვა პირის საგამოცდო სესიაზე შეყვანის მცდელობა;

ზ) სტუდენტის მაიდენტიფიცირებელი სტუდენტური ბარათის გაყალბება ან სხვა სტუდენტის ბარათის გამოყენება ან საკუთარი ბარათის სხვა პირისთვის გადაცემა ამ მიზნით;

თ)სასემინარო და საგამოცდო პროცესის მიმდინარეობაზე ან შეფასებაზე ზემოქმედების სხვაგვარი მცდელობა;

ი) ინფორმაციის გაყალბება და მისი მცდელობა.

 

მუხლი 2. პლაგიატის თავიდან აცილების მექანიზმები

პლაგიატის თავიდან აცილების ძირითადი მექანიზმია: აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა ინფორმირებულობის ზრდა  და პრევენციის ღონისძიებების გატარება პლაგიატთან დაკავშირებით:

  • პლაგიატთან დაკავშირებული  საკითხების  განსახილველად  ე.წ.  „პლაგიატის კომისიის“  შექმნა;
  • მარეგულირებელი დოკუმენტების საჯაროობა;
  • საინფორმაციო-საორიენტაციო შეხვედრები პროფესორებთან და სტუდენტებთან;
  • სტუდენტების მიმდინარე დავალებების შეფასების წესებში (სილაბუსებში) ასახვა;
  • სამაგისტრო/საბაკალავრო ნაშრომის შეფასების წესებში ასახვა;
  • აკადემიური წერის კურსის ეფექტიანობის გაზრდა და სხვა.

 

მუხლი 3. პლაგიატის აღმოჩენის მექანიზმები

  1. პლაგიატის აღმოჩენის ძირითადი მექანიზმებია ლექტორის, ნაშრომის ხელმძღვანელის, რეცენზენტის დასკვნა და ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამის გამოყენება მემორანდუმის საფუძველზე (სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს უმაღლესი სასწავლებელ „განათლების აკადემია“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი).
  2. სტუდენტის შემთხვევაში სასწავლო კურსის ლექტორი ვალდებულია შეამოწმოს ნაწერი სილაბუსით გათვალისწინებულ ძირითად ლიტერატურასთან და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
  3. ნაშრომის ხელძღვანელი, რეცენზენტი და შემოწმებაზე პასუხისმგებელი სხვა პირი, ვალდებულია ნაშრომი გადაამოწმოს შემდეგი მიმართულებებით:

ა) ნაშრომის     სქოლიოში    მითითებული          ლიტერატურის        შედარება

ნაშრომის თავებთან/პარაგრაფებთან/აბზაცებთან;

ბ) თემასთან დაკავშირებით არსებულ ძირითად ლიტერატურასთან, რომელიც არ არის მითითებული სქოლიოში;

გ) ანტიპლაგიატის ელექტრონულ პროგრამაში შემოწმება.

  1. უნივერსიტეტში შექმნილი ყველა სამაგისტრო ნაშრომი, სტატია, პუბლიკაცია, მოხსენება, წიგნი, მონოგრაფია პლაგიატის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურაში საბოლოო სახით წარდგენის მომენტიდან 7 დღის ვადაში სავალდებულო წესით მოწმდება ანტიპლაგიატის ელექტრონულ პროგრამაში. ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამაში მასალის გადამოწმებას უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევითი სამსახური.

 მუხლი 4. პლაგიატზე რეაგირების მექანიზმები

  1. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე სალექციო კურსის შეფასების ფარგლებში შექმნილ წერით დავალებაში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში სასწავლო კურსის ლექტორი უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით გააუქმოს ნაწერი შეფასების გარეშე და ამის შესახებ აცნობოს ფაკულტეტის დეკანატს.
  2. საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომში არსებული პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, აღმომჩენი პირი ვალდებულია 3 დღის ვადაში აცნობოს ფაკულტეტის დეკანს.
  3. აკადემიური პერსონალის მხრიდან ნაშრომში კეთილსინდისიერების ნორმების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განმცხადებელი აღნიშნულის თაობაზე წერილით მიმართავს რექტორს.
  4. ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამის მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების, სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შესრულებულ კვლევით კომპონენტში ტექსტური თანხვედრის დაფიქსირების  შემთხვევაში, თემის ხელმძღვანელი ახდენს შემოწმებას და ამზადებს ანგარიშს ნაშრომში პლაგიატის შესახებ. თუ ნაშრომში არ აღმოჩნდა პლაგიატი, ამის შესახებ ხელმძღვანელი აკეთებს ჩანაწერს თავის დასკვნაში. თუ თემის ხელმძღვანელის მიერ დადასტურდება პლაგიატის არსებობა ან არსებობის ვარაუდი, საკითხის განხილვა მოხდება მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.
  5. საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების, სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შესრულებული კვლევითი კომპონენტის ფარგლებში მომზადებულ ნაშრომზე, თემის ხელმძღვანელის მიერ მომზადებული დასკვნა და ანგარიში, სტუდენტის დაცვაზე დაშვების შემთხვევაში, წარედგინება რეცენზენტებს, ექსპერტებს და დაცვის კომისიას.
  6. თუ თემის ხელმძღვანელის ანგარიში ადასტურებს პლაგიატს, ავტორს უფლება აქვს გაითხოვოს ნაშრომი გადასამუშავებლად. გამოთხოვილი ნაშრომის გადამუშავებული ვარიანტის წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ სემესტრში. ნაშრომის გათხოვა არ გამორიცხავს დისციპლინური ღონისძიებების გატარებას.
  7. 7. პლაგიატის აღმომჩენი განცხადებით მიმართავს უსდ-ს რექტორს, რომელიც რომელიც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს და დეკანს ავალებს ერთად, კონფიდენციალურად განიხილონ აღნიშნული დარღვევა;
  8. 8. ეჭვის საფუძვლიანობის დადასტურების შემთხვევაში რექტორის ბრძანებით იქმნება შესაბამისი დარგის კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც განიხილავს შესაძლო დარღვევის ფაქტს და მიიღებს შესაბამის დასკვნას;
  9. 9. კომისიის დაკომპლექტებისას უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტის არსებობა;
  10. 10. თუ კომისიის დასკვნით დასტურდება პლაგიატის ფაქტი/ფაქტები, ეს უპირველესად ეცნობება პირს, ვის მიმართაც მიმდინარეობს საქმის წარმოება, რათა მას მიეცეს ახსნაგანმარტების საშუალება კომისიის წინაშე;
  11. თუ ახსნა-განმარტება ვერ შეცვლის დასკვნის არსს, პირის მიმართ გატარდება დარღვევის სიმძიმის შესაბამისი ზომები;
  12. პირის მიმართ დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ნაშრომის გაუქმებასთან ერთად, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით,  კომისიის დასკვნის შესაბამისად შეიძლება განისაზღვროს შემდეგი დისციპლინური  სანქციები:

ა)  გაფრთხილების მიცემა;

ბ) ავტორის ყველა სტატიის გამოწვევა და პლაგიატის ან ფალსიფიკაციის თვალსაზრისით შემოწმება;

გ) მომავალ საქმიანობაზე სპეციალური მონიტორინგის დაწესება ;

დ) აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;

ე) სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

  1. თუ პირი, ვის მიმართაც პლაგიატის წესის დარღვევის გამო გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული ზომა, არ ეთანხმება კომისიის დასკვნას, უფლებამოსილია დავა გააგრძელოს სასამართლოში.