NU ბიბლიოთეკა – სასწავლო კვლევითი სივრცე – ემსახურება  უმაღლესი სასწავლებლის ყველა  სტუდენტს,  აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს და უნივერსიტეტის თანმაშრომელს.

 

ბიბლიოთეკის მრავალფეროვანი ფონდი მოიცავს სხვადასხვა ენაზე სახელმძღვანელოებს, და ელექტრონულ რესურსს .     ბიბლიოთეკა   ზრუნავს და პასუხს აგებს არსებული კოლექციების დაცვასა და განვითარებაზე; მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზების გზით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და ადვილად გამოყენებადს ხდის საინფორმაციო რესურსებს.

NU ბიბლიოთეკა მდიდარია ელექტრონული რესურსების კოლექციით.რომლის ძებნაც ხდება ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში ლინკი .უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მკითხველს საშუალება აქვს ელექტორნული პორტალის მეშვეობით ჩამოტვირთოს ბიბლიოთეკის კატალოგში არსებული ნებისმერი ელექტრონული წიგნი ავტორიზაციის გავლის შემდეგ ლინკი 

 მომხმარებელს ვთავაზობთ მსოფლიოში ცნობილ აკადემიურ ბაზებს, ასევე  ქართულ ბაზებს, რომელიც საშუალებას მისცემს  ბიბლიოთეკის ყველა მიმხმარებელს მისთვის სასურველ ნებისმიერ თემაზე  მოიძიოს და ისარგებლოს  ამ რესურსით, ბიბლიოთეკაში არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

NU  ბიბლიოთეკას აქვს საშუალება ბიბლიოთეკათაშორისი სერვისის გამოყენებით, წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში უზრუნველყოს მკითხველი იმ მასალით, რომელიც არ არსებობს  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდში, ამისთვის ის ავსებს შეკვეთის ფორმას და  ორი დღის განმავლობაში იღებს სასურველ ერთეულს.

NU ბიბლიოთეკას აქვს  ერთი დიდი სამკითხველო დარბაზი, ელ. ბაზებით სარგებლობისათის კომპიუტერებით და WIFI -თ უზრუნველყოფილი სივრცე, ინდივიდუალური მუშაობის სივრცე,  წიგნსაცავი და ჯგუფური მუშაობის სივრცე.

 

 

 

 

უფასო ელექტრონული წიგნები

 

 

 

 

 

 

 

საერთაშორისო ელექტრონული საინფორმაციო ბაზები