აკადემიური პერსონალი

 

 

 

 

 

 

 

 

 

  მარიამ  მესხიშვილი -ეფაძემ 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის  ფაკულტეტი და  1996 წელს ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი , მიღებული აქვს ისტორიკოსის, ისტორიის მასწავლებლის და სამართალმცოდნეობის კვალიფიკაციები. ხოლო 2002  წელს  აქვს  მინიჭებული იურიდიულ  მეცნიერებათა  დოქტორის ხარისხი. 2000-დან და 2005  წლამდე  მუშაობდა უშიშროების აკადემიაში  სამართლის  კათედრის გამგის მოადგილის თანამდებობაზე, 2001 – დან  2008 წლამდე საქართველოს პარლამენტში ადგილობრივი თვითმართველობისა და რეგიონალურ პოლიტიკის კომიტეტის მთავარი წამყვანი სპეციალისტად, 2002 -2009 წლეებში საქართველოს უნივერსიტეტში ადგილობრივი თვითმართველობის პროგრამების დირექტორის თანამდებობაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

განათლებით იურისტი, სამართლის დოქტორი, კვალიფიკაციით სამართალმცოდნე – 1993 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, იმავე წელს წარმატებით ჩააბარა გამოცდები ასპირანტურაში.დარეჯან ლეკიაშვილმა 2001წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სამართლებრივირეგულირების პრობლემები“;  დარეჯან ლეკიაშვილი 1992 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტია. 1994 წლის გაზაფხულიდან მიიწვიეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და მას შემდეგ დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, მათ შორის წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში. ამჟამად არისგანათლების აკადემიის ასოცირებული პროფესორი (კონკურსით ჩარიცხული აკადემიური პერსონალი) და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. წლების განმავლობაში მიყავდა და დღესაც მიყავს ლექციების კურსი სისხლის სამართლის პროცესში; კრიმინალისტიკასა და კრიმინოლოგიაში; ასევე პერიოდულად კითხულობსლექციებს იურიდიულ ფსიქოლოგიაში, სისხლის სამართალსა და სასჯელ-აღსრულების სამართალში.

 

 

 

 

 

 

 

  2003 – 2008 წლებში სწავლობდა პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტში – Charles University in Prague. დაამთავრა აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და დოქტორანტურა. 2008 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით. ამჟამად კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. არის სამეცნიერო ინფორმაციისა და განათლების საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის/დიუსელდორფი და პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენებისა და პროფესიული სწავლების ინსტიტუტის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. 2019 წლიდან არჩეულია საერთაშორისო, რეფერირებადი სამეცნიერო გამომცემლობა Media4u Magazine – ის სარედაქციო საბჭოს წევრად.

 

 

 

 

 

 

 

 

  დევი ხვედელიანმა 1998 წელს წარჩინებით დაავთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1996-1997 წლებში სწავლობდა გერმანიაში. 2011 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი.1998 წლიდან მუშაობდა ჯერ საჯარო სამსახურში – მრჩევლის, უფროსი რეფერენტის და სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, შემდეგ განათლების სფეროში სხავადასხვა აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობაზე – ვიცე- რექტორის, დეკანის, სამართლის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელად. 2011 წლიდან იყო უმაღლესი განათლების ექსპერტი ავფტორიზაციის და აკრედიტაციის საკითხებში. ამჯამად არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭოს წევრი. არის ცხრა სტატიის, ერთი მონოგრაფიის და ერთი კაზუსების კრებულის ავტორი.

 

 

 

 

 

 

 

 

 1985-1986 წლებში ლილი მსხილაძე სწავლობდა თბილისის ივ ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2015 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აქვს დოქტორანტის სტატუსი.დისერტაცია დაიცვა თემაზე: შეჯიბრებითობა სისხლის სამართლის პროცესში. 2002-2015 წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრენინგებში: სპეციალური კურსი პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში,  საქართველოს სახალხო დამცველის და ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ტრენინგები ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში, სისხლის სამართალწარმოება, საქართველოში ევროკავშირთან დაახლოების გზებზე არსებული გამოწვევები. გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სტატია სხვადასხვა ჟურნალში. 1987-1999 წლებში იყო ადვოკატი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. 1999-2010 წ  თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო მოწვეული პედაგოგი და ასოცირებული პროფესორი.2014 წლიდან დღემდე არის  ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქო უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორი.

 

 

 

 

 

 

 

 განათლებით იურისტი, სამართლის დოქტორი,  – დაამთავრა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.ზვიად როგავამ 2008 წელს  დაიცვა დისერტაცია თემაზე: «საგადასახადო  კონტროლის  სამართლებრივი ასპექტები »;ზვიად როგავამ 2000 -2005 წლებში მუშაობდა ინსპექციის უფროსის მოადგილედ        ქ. თბილისის საგადასახადო  ინსპექციაში, ექსპერტად საქართველოს პარლამენტის გადასახდებისა და  შემოსავლების კომიტეტში, უფროსის პირველი მოადგლედ სასამათლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში. ზვიად როგავა  იყო  ბიზნეს – ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის  მოადგილე  და ასოცირებული პროფესორი ტექნიკურ უნივერსიტეტში ,ასევე ასოცირებული პროფესორი  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.  დღეისთვის ზვიად  როგავა არის ასოცირებული პროფესორი სულჰან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში და მოწვეული ლექტორი ი. ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში.

 

 

 

 

 

 

 

 

განათლებით იურისტი და ისტოკოსი, სამართლის დოქტორი,  – დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის  უნივერსიტეტი და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი. ლია ჭიღლაშვილი  2006 -2019  წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კოორდინაციის , ანალიზისა და საქმისწარმოების სამსახურის საქართველოს პრეზიდენტი ს კორესპონდენციის განხილვისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი კონსულტანტი და 2010 – 2013 წლეებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოქალაქეთა მისაღების  სამმართველოს უფროსი. 2013 დღემდე არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორესპონდენციის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი. იყო მოწვეული ლექტორი  გრიგოლ რობაქიძის  სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

 

 

1984 წელს დაამთავრაივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვალიფიკაციით სამართალმცოდნე.დისერტაციის თემა: ნიკო ურბნელის შეხედულებები სახელმწიფო სამართალზე. სამუშაო გამოცდილება აქვს თინათინ წერეთლის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუში, სოხუმის უნივერსიტეტში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასევე იუსტიციის სამინისტროში. გამოქვეყნებული აქვს რამოდენიმე სამეცნიერო სტატია და ერთი მონოგრაფია.ამჟამად არის ასოცირებული პროფესორი ნიუ უნივერსითიში.

 

 

 

 

 

 

 

თამარ სადრაძემ 2013 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიღებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი ( სისხლის სამართლის მიმართულება). თამარ სადრაძე არის სერტიფიცირებული ტრენერი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით , ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მართლსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების წევრი. 2015 წლიდან მუშაობს სსიპ საქართველოს ადვოკათტა ასოციაციაში საპარლამენტო მდივანის პოზიციაზე. თამარ სადრაძე არის ასოციირებული პროფესორი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (სამართლის სკოლა) და მოწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის სამართლის მიმართულებით .

 

 

 

 

 

 

 

 

 ნონა ოთხოზორიამ 1992 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, საინფორმაციო საზომი ტექნიკის სპეციალობით, 2006 წელს მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1992 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ასისტენტის, ასოცირებული პროფესორის და პროფესორის თანამდებობებზე. 2009-2019 წლებში იყო ილიას სახელობის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა აქვს მიღებული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების „პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი“ და „მონაცემთა ბაზების დეველოპერი“ კურიკულუმების შემუშავებაში. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო სტატია, ერთი მონოგრაფია, 15 სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო და მეთოდური მითითებები, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო ფორუმში, და კონფერენციაში, მისი ხელმძღვანელობით სამაგისტრო ნაშრომი დაცული აქვს 11 მაგისტრანტს, ხოლო სადოქტორო ნაშრომი 3 დოქტორანტს. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ინჟინერიაში და მის საფუძველზე კვლევის ობიექტების მართვის სრულყოფისა და ეფექტიანობის გაზრდის ამოცანები.

 

 

 

 

 

 

 

 

2009-2013წლებში ჩააბარა და დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხი  სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.2014-2015წლებში ჩააბარა და დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,მიენიჭა მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით .2017წლიდან-დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტია, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.2008წლიდან -დღემდე მუშაობს საქართველოს რკინიგზის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტად.2011-2012წლებში იყო ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფროსი სპეციალისტი.2013-2019წლებში იყო პროფესიული განვითარების აკადემიის პრეზიდენტი.2011-2012წლებში იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის დამკვირვებელი.2018წლიდან დღემდე არის შპს ნიუ-უნივერსიის ლექტორი.

 

 

 

 

 

 

 

 

ელენე ქავთუაშვილმა 2009 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სოციალურ- ჰუმანიტარულ ფაკულტეტი, მიღებული აქვს სისხლის სამართლის სპეციალობით მაგისტრის ხარისხი, 2012 წელს სისხლის სამართლის სპეციალობით მაგისტრის ხარისხი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში, ხოლო 2014 წელს ჩაირიცხა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და აქვს დოქტორანტის სტატუსი ( სადისერტაციო თემა: «კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებზე სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების მექანიზმები»). 2011-2013 წლეებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროში პრაქტიკანტად და სტაჟიორად. წლების განმავლობაში იყო სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალ « ცხოვრება და კანონის» სარედაქციო კოლეგიის წევრი და ახალგაზრდული მიმართულების რედაქტორი და ხელმძღვანელი. 2015- 2018 წლეებში იყო ასისტენტი სამართლის ფაკულტეტზე კავკასიის სერთაშორისო უნივერსიტეტში და თბილისის დავით არმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში. 2017-2018 წლეებში მუშაობდა ადვოკატად საქართველოს ადვოკატთა ასოციაში. 2018 წელს დღემდე მუშაობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე აფილირებულ ასისტენტად

 

 

 

 

 

 

 

 

 

 2006-2010წლებში ჩააბარა და დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,სამართალ მცოდნეობის ფაკულტეტი.2010-2013წლებში ჩააბარა და დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხი,სისხლის სამართლის სპეციალობით.2016წლიდან დღემდე არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი.2012-2013წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურა,პროკურორის თანაშემწე.2014-2015წლებში საქართველოს ფინანსთა  სამინისტროს საგამოძიებო სამსახური,გამომძიებელი.2015-2016წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურა,სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი,გმს გამომძიებელი.2016წლიდან დღემდე საქართველოს მთავარი პროკურატურა,სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი,პროკურორი.2018წლიდან დღემდე არის ნიუ-უნივერსიტეტის  ლექტორი.

 

 

 

 

 

 

 

1990-1996 დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიღებული აქვს სამართლის ხარისხი.1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო დანაყოფის უფროსი გამომძიებელის თანამდებობაზე. 2005-2014 წლებში იყო ზოგადი განათლებისა და ავტოსატრანსპორტო ექსპერტი.2001 წლიდან დღემდე არის არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს სამართალშემოქმედთა კავშირი“-ს დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. „შპს საარბიტრაჟო კოლეგია“-ს დამფუძნებელი და დირექტორი.  ასევე 1996-1998 წლიდან დღემდე საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

 

 

 

 

 

 

 

1992 -1997 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით (წითელ დიპლომზე). მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.1994-1998 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოში – სასამართლო აღმასრულებლის თანამდებობაზე. 1998-2000 წლებში მუშაობდა შ.პ.ს ,,კომპიუტერი”-ს იურისტად.2000-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე.2005-2007 წლებში მუშაობდა საქრთველოს გენერალური პროკურატურის, მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.2003 წელს ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, მიღებული აქვს შესაბამისი სერთიფიკატი.2006 წელს ჩაბარებული აქვს ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა, მიღებული აქვს შესაბამისი სერთიფიკატი. 2007 წლიდან 2013 წლამდე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი – ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.2012-2016 წლებში სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის მიღებული აქვს მადლობები, ფასიანი საჩუქარი და დაჯილდოებულია ვადამდე ადრე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებით. მიღებული აქვს საკლასო ჩინი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი (პოლკოვნიკი). 2013 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის თანამდებობაზე.2015 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს მთავარი პროკურატურის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.2016 წლიდან არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამართლის სადოქტორო პროგრამის – დოქტორანტი.ჩაბარებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკთა სავალიფიკაციო გამოცდა – ატესტაცია და მიღებული აქვს შეფასება – ,,იმსახურებს დაწინაურებას”.

 

 

 

 

 

 

 

2007-2012წლებში ჩააბარა და დაამთავრა  თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხი „სისხლის სამართლის სპეციალობა“.2012-2014წლებში ჩააბარა და დაამთავრა“ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი“მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის სპეციალობით.2014წლიდან დღემდე არის  „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“დოქტორანტი სისხლის სამართლის სადოქტორო პროგრამა.2009-2012წლებში იურიდიულ ფირმა ბახტრიონში ადვოკატის თანაშემწე.2013წელს კომპანია“ბორან მაინინგი“-ს იურისტი.2013წელს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“-ს სამართლის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი.2015წლიდან დღემდე „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“-ს ასისტენტ პროფესორი.2018წლიდან დღემდე ნიუ-უნივერსიტეტის ლექტორი.

 

 

 

 

 

 

 

 

რობერტ გრიგალაშვილი- 1991-1996 წწ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.2004 წლის აშშ-ში გაიარა მსხვილმასშტაბიან დანაშაულთა წინააღმდენ ბრძოლის ტენინგი.ასევე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის პერიოდში გავლილი აქვს ადამიანის უფლებათა დაცვისა და დანაშაულის გახსნის მეთოდიკაში სხვადასხვა ტრენინგები.1997-2004 წ მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფში გამომძიებლისა და უფროსის გამომძიებლის თანამდებობაზე.2004-2005 წ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში გამომძიებლისა და უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე.2005-2015 წ ში იყო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს მთავარ პროკურატურაში. 2017 წ დღემდე არის შპს “არხოტიონის” იურისტი. ასევე შპს “ნიუ ბილდინგი 2017”- ის დირექტორი

 

 

მოწვეული პერსონალი

 

შოთა მანელიძე                                                                                                                         

ლაზარე ძირკველიშვილი                                                                         

ხათუნა ლორია                                                       

შორენა ჯანხოთელი

ილონა თოდუა                                                                                           

სოფიო პაპიაშვილი

ნინო მეგრელი                                                                                                                           

 ია დარჯანია                                                                                               

პეტრე დაუთაშვილი

ნინო ბასილაძე                                                                                                                             

თამარ მაისურაძე                                                                                         

ნანა ხარაძე                                                                                                                                                                                                        

გიორგი მარიამიძე

დავით მაკარიძე

მზია დუნდუა                                                                                                                                 

გიორგი მირიანაშვილი

ანნა ჭიღიტაშვილი

ია დარჯანია

შოთა მანელიძე

ხათუნა თორია

შორენა ჯანხოთელი

ირინა არჯევანიძე