სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წესი 

მაგისტრატურაში მიღების გამოცხადების დღიდან ახალგაზრდას შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია სტუდენტთა მობილობისა და რეგისტრაციის ცენტრში.

მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისას თან უნდა იქონიოს:

  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. ბაკალავრის დიპლომის ასლი ან უმაღლესი სასწავლების მიერ გაცემული ცნობა ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლის შესახებ(უცხო ქვეყნის მოქალაქის დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ, რომელიც გაცემული იქნება შესაბამისი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ);
  3. 2 ფერადი ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად.
  4. ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შესახებ;
  5. საბანკო ქვითარი საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ;

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ყველა დოკუმენტი გადაეცემა გამოცდების ერთიან ეროვნულ ცენტრს და ერთიანი რეგისტრაციის გამოცხადების დღიდან შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი უნივერსიტეტი თქვენი სურვილისამებრ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარის გადალახვის შემდეგ, თუ არჩეული გაქვთ ნიუ უნივერსითი, უნდა გამოცხადდეთ სტუდენტთა მობილობისა და რეგისტრაციის ცენტრში და გაიაროთ მეორე რეგისტრაცია შიდა გამოცდებზე დაშვებისათვის. შესაბამისად მიიღებთ აპლიკაციის საჭირო ფორმებს შესავსებად.

რეგისტრაციის შემდეგ ჩატარდება გამოცდები/გასაუბრება წინასწარ გამოცხადებული ცხრილის მიხედვით.

 

მაგისტრანტობის კანდიდატის უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი

  1. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ხდება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
  2. მაგისტრანტობის კანდიდატთა უნივერსიტეტში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
  3. უნივერსიტეტში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება, უნივერსიტეტისა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
  4. რექტორის ერთიანი აქტის გამოცემის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი ხდება უნივერსიტეტის სტუდენტი – მაგისტრანტი.
  5. რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან 5 დღის ვადაში იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში და  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.