საქართველოს მოქალაქეების ჩარიცხვის წესი !

საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ თანახმად პროგრამაზე დასაშვებად აბიტურიენტმა უნდა გაიაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მოაგროვოს გამსვლელი ქულები. ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრი კონკურსის შედეგებით, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი კოეფიციენტებით, რანჟირების წესით ჩარიცხულ სტუდენტების სიას  წარუდგენს  უნივერსიტეტს.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ინტენეტით შემდეგ მისამართზე: http://www.naec.ge/

პროცედურა:

  1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემდეგ, გამსვლელი ქულების მიღების შემთხვევაში,  ეროვნული ცენტრი გაძლევთ გამოცდების გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს მიღებული ქულებისა და სწავლის გაგრძელების უფლების მითითებით, რომელსაც წარმოადგენთ სტუდენტთა მობილობისა და რეგისტრაციის ცენტრში.

თან უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • საშუალო სკოლის ატესტატი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • 2 ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად
  1. თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები შედარდება ეროვნულ ცენტრის მიერ უნივერსიტეტში გამოგზავნილს და მიიღებთ აპლიკაციების ფორმების  პაკეტს, მათ შორის, ხელშეკრულებას.
  1. დოკუმენტების გაცნობისა და ხელმოწერის შემდეგ მოხდება თქვენი რეგისტრაცია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტთათვის!

2019  წელს განხორციელდა  “განათლების აკადემიის ”   რებრენდინგი, რის შედეგადაც  მას  მიენიჭა ახალი   სახელი “ნიუ   უნივერსითი”.  აბიტურიენტთა საყურადღებოდ   უნდა   აღინიშნოს, რომ ყველა ის აკრედიტებული პროგრამა, რომელიც ხორცილდებოდა   “განათლების აკადემიაში”   და  შეტანილია   სტუდენტის ცნობარში  მოქმედია და შესაბამისად ხორციელდება „ნიუ უნივერსითის“ ბაზაზე. იხ. ცხრილი:

იხ. ცხრილი.

იხილეთ ცხრილი