ნიუ უნივერსითის  ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლების ინტერნაციონალიზაციაა. ნიუ უნივერსითი აცნობიერებს რა განათლების ბაზრის მოთხოვნებს, მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროგრამებში საერთაშორისო გამოცდილების გაძლიერებას, რომელიც მოიცავს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას, ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას კვლევითი პროექტების ფარგლებში.

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პარტნიორ უნივერსიტეტებთან ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე ახორციელებს გაცვლით და ორმაგი ხარისხის პროგრამებს, მოკლევადიან სასწავლო კურსებს, საზაფხულო და სასტიპენდიო პროგრამებს. ნიუ უნივერსითის ინტერნაციონალიზაციის  პოლიტიკა ასახული საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგიაში, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ასევე შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ ნიუ უნივერსითის საერთაშორისო პარტნიორებთან არსებულ თანამშრომლობას.