სტუდენტური ჰაბი: განალების აკადემიის  ბაზა იყენებს ისეთ მოწინავე პროგრამებს როგორიცაა  Master Students არსებულ ბაზაში სტუნდეტს შეუძლია გაეცნოს  75,000 მდე სასწავლო პროგრამას  და შეისწავლოს ის სრულიად უფასოდ!

 

 

 

ჩვენ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტური სერვისების განვითარების სამსახური, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს მულტიფუნქციურ სივრცეებს და მრავალფეროვან სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებს აქტიური და წარმატებული სტუდენტური ცხოვრებისთვის.

სტუდენტური სერვისების განვითარების სამსახური სთავაზობს ისეთ მრავალფეროვან აქტივობებს ჩვენს სტუდენტებს, როგორიცაა: პიროვნული&პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი უნივერსალური ტრენინგი და მასტერკლასები მოწვეული ტრენერების მიერ.

სტუდენტური სტაჟირების პროგრამა დასაქმების შესაძლებლობით, როგორც უნივერსიტეტში ასევე პარტნიორ ორგანიზაციებსა და კომპანიებში.

ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მუმდივად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში, რომელსაც მასპინძლობს განათლების აკადემია და მისი პარტნიორი ორგანიზაციები.

სასწავლებელში ფუნქციონირებს ბიზნეს ინკუბატორი, რომლის ფარგლებშიც Start UP Lab აქტიურ, ინიციატივიან და ინოვაციური პროექტებზე მუშაობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აერთიანებს, აკავშირებს მათ გამოცდილ მენტორებთან და პარტნიორებთან. ბიზნეს ინკუბატორის ფარგლებში ასევე ხორციელდება სხვადასხვა საჯარო ლექციები და ვორქოპები, ბიზნეს სიმულაციები და სხვა.

NEW UNIVERISY LOGO