მობილობის წესი:

შპს ნიუ უნივერსითში გადმოსვლა შესაძლებელია იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ათვისებული აქვთ პროგრამის ნაწილი (ისწავლეს სულ მცირე ერთი აკადემიური  წელი მაინც). მობილობის უფლება აქვთ პირებს, რომლებსაც რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვთ სტატუსი, მაგრამ არა უმეტეს ერთ წლის.

სტუდეენტთა მობილობის პროცესის ორგანიზაციული სტრუქტურა:

ა) სასწავლო პროცესის მართვის სამსახური;

ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

სტუდენტთა მობილობის პროცედურა:

  1. მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე.
  2. მობილობის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე.
  3. მობილობის მსურველ სტუდენტთა საბუთების ასლების მიღება.
  4. აკადემიური პროგრამების იდენტიფიკაცია, დასკვნების მომზადება.
  5. ჩარიცხვის შესახებ ბრძანების პროექტის წარდგენა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში.
  6. ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემა და ასლის გაგზავნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
  7. პირადი საბუთების გადმოტანა უმაღლეს სასწავლებლიდან.

უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები

ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათებლო საფეხურზე:

  1. პირადობის მოწმობის ასლი
  2. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟები)
  3. ატესტატის ასლი
  4. ეროვნული გამოცდის სერტიფიკატის ასლი
  5. აკდემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით
  6. 2 ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად.
  7. სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ასლი

მობილობის მსურველი რომელიც დადგენილ ვადაში არგაივლის რეგისტრაციას უნივერსიტეტში, კარგავს ჩარიცხვის უფლებას.