2019 წლის ა/წლის 1 მაისს  უსდ „ნიუ უნივერსითი“ ატარებს საერთაშორისო კონფერენციას

 

ძვირფასო კოლეგებო!

უმაღლესი სასწავლო დაწესებულება „ნიუ უნივერსითი“ გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე „მეცნიერებისა და განათლების თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“ , რომელიც ჩატარდება  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2019 წლის 1 მაისს 1000 საათზე (მის. ლ. გუდიაშვილის  ქ. N7)

კონფერენციის მიზანია გააერთიანოს სხვადასხვა ქვეყნებისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მეცნიერ-პედაგოგები გამოცდილებისა და ინოვაციების გასაზიარებლად განათლებისა და სხვა მრავალ დარგში.

მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები. მონაწილეს ან მონაწილეთა ჯგუფს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ორი სამეცნიერო ნაშრომი.

საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება „ნიუ უნივერსითი“-ის რეფერირებად და რეცენზირებად საერთაშორისო ჟურნალში „ერუდიტი“.

კონფერენციის სამუშაო მიმართულებები: სამართალი, სოციალური მეცნიერებები, ინჟინერია, ჯანდაცვა, განათლება, აგრარული მეცნიერებანი, ბიზნესის ადმინისტრირება, ჰუმანიტარული მეცნიერებანი.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.

საკონფერენციო მასალები გადმოგზავნილ უნდა იქნას ელექტრონულ მისამართზე contact @ nu.edu.ge   არა უგვიანეს  ა.წ. 31 მარტისა.

საკონფერენციო მასალების გამოქვეყნება საკონფერენციო კრებულში უსასყიდლოა ყველა მონაწილისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ:  599 366958

საკონფერენციო მასალების  გამოქვეყნების მოთხოვნები და ნიმუში იხ. დანართ 1-ში.

 

 

დანართი 1

უმაღლესი სასწავლო  დაწესებულება „ნიუ უნივერსითი“-ს სამეცნიერო კონფერენციის მასალების  კრებულში გამოქვეყნების პირობები

 

გამოსაქვეყნებელი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

–              სტატია  შეიძლება  დაწერილი  იყოს  ქართულ, ინგლისურ  ან  რუსულ  ენაზე;

–              ავტორის სახელი და გვარი, სამეცნიერო ხარისხი და აკადემიური თანამდებობა, ასევე  სამუშაო  ადგილი  ქართულ და ინგლისურ ენაზე მითითებულ უნდა იქნას სათაურის წინ, ცენტრში;

–              სათაური  წარმოდგენილი უნდა იყოს ცენტრში  ქართულ და ინგლისურ ენაზე;

–              ნაშრომს  წინ უნდა უძღვოდეს რეზიუმე (ინგლისურად –Abstraqt)  ორ ენაზე  (ქართული  და ინგლისური) და  ასევე  საკვანძო  სიტყვები ორივე ენაზე;

რეზიუმეების კომპიუტერული თარგმანი არ მიიღება!

გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი ნაშრომი გადამოწმდება პლაგიატზე!

–        ნაშრომიც და რეზიუმეებიც აწყობილი უნდა იყოს Sylfaen –შრიფტში. შრიფტის  ზომა 11, სათაურებისათვისაც,  სტრიქონებს შორის 1,5 ინტერვალი. მინდორი: მარცხნივ-3 სმ. და მარჯვნივ 2,5 სმ.,  ზევიდან 2 სმ. და ქვევიდან 2,5 სმ.;

–        ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს A4 ზომის 8 ნაბეჭდ გვერდს, გამოყენებული ლიტერატურისა (არაუმეტეს 12 დასახელებისა) და რეზიუმეების ჩათვლით. გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი უნდა მოსდევდეს ტექსტს, უნდა დაინომროს და აიწყოს ლათინურ ანბანზე მიუხედავად ენისა და ითარგმნოს ინგლისურ ენაზე (დასავლეთევროპელ ავტორებს თარგმანი არ სჭირდება);

–        ტექსტში ციტირება უნდა შესრულდეს მრგვალი ფრჩხილების საშუალებით და ფრჩხილებს შიგნით მოთავსდეს გამოყენებული ლიტერატურის რიგითი ნომერი, რომელსაც მძიმე მოსდევს, ხოლო მძიმეს უნდა მოსდევდეს გვერდის მითითება – (2,15)

–        ნაშრომი წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონულ ვერსიასთან ერთად ამობეჭდილი A4 ზომის ქაღალდზე ერთ ეგზემპლარად, მას თავფურცელზე აუცილებელია დაერთოს ავტორის  საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი; სამეცნიერო ხარისხი, აკადემიური თანამდებობა (ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტის მისამართი). ამობეჭდილ სტატიასთან ერთად ავტორმა უნდა წარმოადგინოს დადებითი რეცენზია;

–        სტატიის ჟურნალში დაბეჭდვის ან დაბეჭდვაზე უარის თქმის შეტყობინება ხდება წარდგენიდან 1 თვის ვადაში;

–        ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

მისამართი:  ქ. თბილისი, ქსნის ქ. #35

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვირეკეთ ტელეფონზე: 255 33 33, 599 366958,

მაგთიფიქსი: 790 333353

 

WEB-page: www. nu.edu.ge

E-mail: contact @ nu.edu.ge

 

 

 

ნ ი მ უ შ ი

 

ნინო სანაია

Nino Sanaia

ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი (ან ფილოლოგიის დოქტორი, ან ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ), ასოცირებული პროფესორი

Doctor of Philology, Associate Professor

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Sokhumi State University

 

აზროვნების კონსტანტას ნომინაციასთან დაკავშირებული პრობლემები

თანამედროვე ფრანგულსა და ესპანურ ენებში

Problems Related to Nomination of Constant of “Thinking” in Modern French and Spanish

 

რეზიუმე: მეტაფორიზაცია აზრთწარმოების ყველაზე პროდუქტიულ ხერხს წარმოადგენს ენის სტრუქტურის ყველა დონეზე: ლექსიკურზე, მორფოლოგიურსა თუ სინტაქსურზე. მეტადრე ლექსიკურზე, რადგან ეს ფენომენი განსაკუთრებულ აქტიურობას ენაში უკვე არსებული ლექსიკური ერთეულების ბაზაზე ახალი მნიშვნელობებისა და ცნებების წარმოქმნაში ავლენს.

დღეისათვის არსებულ, მეტაფორულ ნომინაციასთან დაკავშირებული, პრობლემების შემსწავლელი მიმართულებების სიმრავლე: ლექსიკოლოგიური, ლექსიკოგრაფიული, სემასიოლოგიური, ონომასიოლოგიური, ექსპრესიოლოგიური, ლოგიკური, ლინგვო-სტილისტური, ფსი-ქოლინგვისტური, გნოსეოლოგიური კიდევ ერთხელ მოწმობს იმ ფაქტზე, რომ ამ ტიპის ნომინაცია კვლევის უშრეტ წყაროს წარმოადგენს. სტატიაში ჩვენ დავადგინეთ აზროვნების კონსტანტას მეტაფორულ ნომინაციასთან დაკავშირებული პრობლემატიკა და პასუხი გავეცით ზოგიერთ  კითხვას: რა ტიპის ენობრივ ერთეულს წარმოადგენს ზმნური მეტაფორული შესიტყვება და რა მოცულობისაა «აზროვნების» აღმნიშვნელი სემანტიკური ველი, რომელშიც ასეთი ტიპის შესიტყვებები შედის.

საკვანძო სიტყვები : მეტაფორა, მეტაფორიზაცია, სემანტიკა, სემანტიკური ველი.

 

Abstract:  Metaphorization is the most productive means at all levels of language structure: lexical, morphological or syntactic, mainly at the  lexical  level, because this phenomenon has a special effect on the creation of new meanings and concepts on the basis of existing lexical units in the language. The vast variety of the means of studying the problems regarding metaphoric nomination (lexicological, lexicographical, semasiological, onomasiologic, expressional, logical, lingvo – stylistic, psycholinguistic, gnosiologycal)  once again confirms the fact that this type of nomination is the constant source of the research. In the paper we have determined the problems related to the metaphorical nomination of the thinking constant and answered some of them: what type of linguistic entity is the verb metaphorical collocation and what is the volume of the semantic field denoting “thinking” which includes such kinds of collocations.

Keywords: Metaphor, Metaphorization, Semantics, Semantic field.

სტატიის ტექსტი, Текст, Texte (Sylfaen ქარ, Рус, Eng N11, ინტერვალი 1,5)

 

ციტირების ნიმუში  (2, 15)

 

გამოყენებული ლიტერატურა:

References:

 

  1. ახვლედიანი, გ. ზოგადი ენათმეცნიერება, თბ., 1960 . Akhvlediani G. (1960) General Linguistics, Tbilisi
  2. Степанов Ю. С., Семиотика. Антология, М., Stepanov, Yu. (2000)  Semiotics, Moscow.
  3. Tutin A., Grossmann (2002) « Collocations régulières et irrégulières – esquisse de typologie du phénomène collocatif »,  Sciences du Langage, Université Stendhal Grenoble, (დასავლეთ ევროპელ ავტორებს თარგმანი არ სჭირდება)

 

 

On May 1, 2019, “New University” conducts an
international   conference         

                                 

Dear colleagues

Higher Education Institution “New University” invites you to participate in the International Conference on “Modern Challenges and Prospects of Science and Education“, which will be held at the National Parliamentary Library of Georgia at 10 am  on May 10, 2019 (L. Gudiashvili street 7)

The aim of the conference is to unite the scholarships of different countries and universities of Georgia, to share experiences and innovations in education and many other fields.

Accepted both individual and co-authored works. The participant or group of participants can present a maximum of two scientific works.

The best works will be published in the New Universitie’s referenced and reviewed International Journal “Erudit”.

Working fields of the conference are:

  • Law;
  • Social Sciences;
  • Engineering;
  • Healthcare;
  • Education;
  • Agrarian Sciences;
  • Business Administration;
  • Humanitarian Sciences.

Working languages: Georgian, English (Russian is also possible).

Conference materials should be sent to e-mail to contact@nu.edu.ge  no later than 20 April.

Publication of conference materials is free for all participants.

Contact Information:

Cell: +995 555 667 664

 

 

Conditions for publication of scientific articles must satisfy the following requirements:

– The article can be in Georgian, English or Russian languages;

– The author’s name and surname, academic degree and academic position, as well as the work place in Georgian and English language should be in the front of the title, in center;

– The title must be presented in the center on Georgian and English languages;

– The work must be preceded by a resume in two languages (Georgian and English) and also in keywords in both languages.

Computer translation of resumes is not accepted!

Please be informed that the presented research papers will be checked on the plagiarism!

 

  • The work and resumes should also be in SYLFAEN-fonts. Font size 11 for work and for titles also. Interval between strings 1,5. Field: Left – 3 cm and right – 2,5 cm; from the top 2 cm and from the bottom 2,5 cm.
  • The essay should not exceed 8 pages of A4 size, including literature (not more than 12 names) and resumes. The list of used literature should be followed to text and written according Latin alphabet despite the language and translated in English language. (Western European authors do not need translation);
  • The quoted text should be done through round bracket and the list of used literature must be inside of brackets, which is followed by comma and after the comma must be the page’s reference (2,15)
  • The paper must be presented with the electronic version and one copy of printed A4 paper, it should be attached the author’s contact information: name, surname, scientific degree, academic position (telephone numbers and e-mail address). Along with the printed article, the author must submit a positive review.
  • Notification of the printing or reject the printing of the article must be during 1 month after the submission.
  • The author is responsible of the published materials in the journal.

 

Address: 35 Ksani street, Tbilisi, Georgia