საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის დებულება

თავიI
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
ეს დებულება განსაზღვრავს შპს „ ნიუ უივერსითი“ – ს (შემდგომში – უნივერსიტეტი)
(შემდგომში – უნივერსიტეტი) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის
(შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას,
ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა
საკითხებს.

მუხლი 2.
სამასახური, როგორც უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული მოქმედებს
უნივერსიტეტის მისიის აღსრულების ფარგლებში, რომლის თანახმადაც „ნიუ
უნივერსითი“ ინოვაციებსა და თანამედროვე სწავლების მეთოდებზე ორიენტირებული
უნივერსიტეტია, რომლის მისიაა ახალი სიტყვა თქვას საქართველოში და რეგიონში
სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებაში, ხელი შეუწყოს კრეატიულობასა და
ინოვაციურობას, ურთიერთპატივისცემის პრინციპების ჩამოყალიბებას, განუვითაროს
სტუდენტებს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, აღჭურვოს ისინი
პრაქტიკული უნარებით. „ნიუ უნივერსითი“ ხელს უწყობს მობილობასა და
ინტერნაციონალიზაციას, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც თითოეული სტუდენტის
ინდივიდუალური საჭიროება გათვალისწინებულია. მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი
საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებით ხელს უწყობს საზოგადოების
ინტელექტუალურ, კულტურულ და პიროვნულ ზრდას.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულება 2

მუხლი 3.
1.სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის ადამინისტრაციულ სტრუქტურულ
ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით,
უნივერსიტეტის დებულებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და
უნივერსიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი შიდა დოკუმენტებით.
2.სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და რექტორის I
მოადგილის წინაშე და ასრულებს მათ მითითებებსა და დავალებებს.

თავი II
სამსახურის ძირითადი მიზნები, ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 4.
1.ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მიზანია, უზრუნველყოს
უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებით აღჭურვა და მის გამართულ
ფუნქციონირება, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესში გამოყენებული ICT
(ინფორმაციული და საკომუნიკაციო) ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირება,
საუნივერსიტეტო ღონისძიებების ტექნიკურ მხარდაჭერა. საუნივერსიტეტო
საგანმანათლებლო პროცესების მართვის, შეფასებისა და მონიტორინგის პროცესების
განხორციელება, საუნივერსიტეტო სასწავლო სივრცის განვითარება, ელექტრონული
სწავლების სისტემების დანერგვა, უახლესი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების
საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირება.
2. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები სამსახურის ამოცანები და
ფუნქციები:
ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულება 3
ა) IT პოლიტიკის შემუშავება;
ბ) მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მონაცემთა დაკარგვის პრევენციის
მიზნით სარეზერვო ასლების შექმნა (backup);
გ) ვირტუალური სერვერების მონიტორინგი, რეგულარული შემოწმება;
დ) ინტერნეტისა და ინტრანეტის მუშაობის კონტროლი და მათი გამართული მუშაობის
უზრუნველყოფა;
ე) უნივერსიტეტის შიდა სასწავლო კომპიუტერული ქსელის (ინტერნეტი) გამართული
მუშაობის უზრუნველყოფა და პროგრამული სისტემის სრულყოფა;
ვ) უნივერსიტეტში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვით ერთიანი
საინფორმაციო სივრცის ჩამოყალიბება;
ზ) უნივერსიტეტის სტუდენტთა და თანამშრიმელთა მიერ კომპიუტერულ ქსელსა და
ინტერნეტში მუშაობის წესების შემუშავება – დაცვა;
თ ) ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბაზების და ვებგვერდის მართვა.
ი) კომპიუტერული ქსელის დაგეგმარება;
კ) თანამედროვე ინფორმაციული სისტემების განვითარება და უნივერსიტეტში
დანერგვა;
ლ)საერთო კომპიუტერული ქსელის შექმნა, მართვა, სისტემატიური განახლებაგაფართოება
და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
მ) პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულება 4
ნ) უნივერსიტეტში პროგრამული უზრუნველყოფის პროცესების ავტომატიზაცია და
შესაბამისად სტუდენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
ო) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა და დანერგვა;
პ) ახალი სისტემური პროგრამული საშუალებებისა და მათი თანმხლები პროგრამული
უზრუნველყოფის შესწავლა და უნივერსიტეტში დანერგვა;
ჟ) თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის
პროცესების დაგეგმვა და ავტომატიზაცია;
რ) სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა,
დანერგვა და ადმინისტრირება;
ს) უნივერსიტეტის მონაცემთა კომპიუტერული ბაზებით სარგებლობის უზრუნველყოფა;
ტ)უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნიკისათვის სტანდარტული პროგრამული
უზრუნველყოფის ინსტალაცია, პროგრამული დარღვევების აღმოფხვრა, ვირუსებისგან
გაწმენდა; უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნიკის მოდერნიზაცია და რემონტი;
უ)მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნიკის ინვენტარიზაციის
პროცესში.
ფ) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შესყიდვის წესის შესაბამისად ტექნოლოგიის
ქ) საგამოცდო პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფა;
ღ) „სასწავლო პროცესის მართვის სისტემის“ (უნივერსიტეტის ელექტრონული პორტალი)
ადმინისტრირება;
ყ) სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ ჩატარებული ღონისძიებების
ტექნიკური უზრუნველყოფა;
ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულება 5
შ) თანამშრომლების დახმარება საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული
პრობლემების მოგვარებაში; საჭიროების შემთხვევაში მათი ტრენინგი.

თავი III
სამსახურის სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და თანამშრომლები
მუხლი 5
1.სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი,იგი არის უნივერსიტეტის ადმინისტარცეიული
თანამდებობის პირი, რომელიც ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის I
მოადგილის წინაშე.
2. სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და ამ პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის
შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორის I მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას
სამსახურის უფროსის მოვალობის შემსრულებლის შესახებ.
3.სამსახურის შემადგენლობაში შედიან მენეჯერები, რომლებსაც თანამდებობაზე
ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. ისინი ანგარიშვალდებულნი
არიან სამსახურის უფროსის წინაშე. მათი ფუნქციები დაკონკრეტებულია მათთან
გაფორმებული შრომითი კონტრაქტითა და სამუშაო აღწერილობით.
მუხლი 6.
1. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ)პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების
შესრულებაზე;
ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულება 6
ბ)ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის
მითითებებს და დავალებებს;
გ) აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ ფუნქციების შესრულებას;
დ)პერიოდულად სამსახურის თანამშრომლებისგან ისმენს ანგარიშს მათ მიერ
შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ე)საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამსახურში მომზადებულ
დოკუმენტებს;
ვ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას;
ზ) უნივერსიტეტის რექტორის I მოადგილეს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის
შესახებ ყოველთვიურ და კონსოლიდირებულ წლიურ ანგარიშს;
თ) უნივერსიტეტის რექტორის I მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის
შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომლების წახალისების
ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სახელით გასცემს დასკვნებს;
კ) შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და
გადამზადების თაობაზე;
ლ) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
მ) ახორციელებს წინამდებარე დებულებით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა
და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დებულება 7
თავი I V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 7.
1. სამსახურის დებულებას ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი ბრძანებით.
2.სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება
უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.