ძვირფასო მეგობრებო, მომავალო სტუდენტებო!

თითოეული თქვენთაგანის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც უნდა გააკეთო არჩევანი, რომელიც მომავალს განსაზღვრავს.

XXI  საუკუნეში საუკეთესო ინვესტიცია – განათლებაა! ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თოთოელი სტუდენტის სურვილის ხელშეწყობა არჩევანის გაკეთებაში და ერთ-ერთი ფუძემდებლური უფლების ასრულება, როგორიცაა განათლების მიღების უფლება.

ჩვენი უნივერსიტეტის ხედვაა აქტიური როლი ითამაშოს განათლების სფეროში სწავლების თანამედროვე და ინოვაციური სტანდარტების დასამკვიდრებლად, იმისათვის რომ თოთოეულმა  სტუდენტმა შეძლოს აქტუალური ცოდნის მიღება და სწრაფად ცვალებად გარემოში წარმატებით დასაქმება. სწორად აღნიშნულის გათვალისწინებით ჩვენი დევიზია  „Leading the Changes” „იყავი ცვლილებების ლიდერი“.  

ამასთანავე ჩვენი სურვილია სტუდენტებს მივცეთ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ჩამოუყალიბოთ ის ღირებულებები, რომლებიც მათ აქცევს წარმატებულ პროფესიონალებად და გამოარჩევს ჩვენს უნუვერსიტეტს სხვა სასწავლებლებისაგან.

ჩვენ გვჯერა, რომ  „ნიუ-უნივერსითის“ საშუალებით თქვენ მიიღებთ საუკეთესო განათლებას, ჩამოყალიბდებით ლიდერებად   და  შეიქმნით უკეთეს მომავალს.

 

საუკეთესო სურვილებით,

სამართლის მეცნიერბათა დოქტორი

მარიამ მესხიშვილი-ეფაძე