სიახლეები

ნიუ უნივერსითი

შპს ნიუ უნივერსითი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  1. ბიზნეს  ადმინისტრირების  საბაკალავრო  პროგრამა:

ა. პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;

ბ. ასოცირებული პროფესორი  – 4 საშტატო ერთეული;

გ. ასისტენტ-პროფესორი – 4 საშტატო ერთეული;

დ. ასისტენტი – 4 საშტატო ერთეული.

 

  1. ჟურნალისტიკის  საბაკალავრო  პროგრამა:

ა. პროფესორი  – 2  საშტატო ერთეული (ონლაინ ჟურნალისტიკა და სოც. მედია-1, ბეჭდური მედია-1);

ბ. ასოცირებული პროფესორი  – 3 საშტატო ერთეული (ტელეპროდიუსინგი -2, ფოტოჟურნალიტიკა -1);

გ. ასისტენტ-პროფესორი – 2 საშტატო ერთეული (რადიოჟურნალისტიკა-1, კულტურის საკითხთა გაშუქება-1);

დ.  ასისტენტი – 2 საშტატო ერთეული (საგამოძიებო ჟურნალისტიკა-2).

 

 

საკონკურსო პირობები:

  1. უნივერსიტეტის პროფესორად     შეიძლება  არჩეულ  იქნეს  6 (ექვსი) წლის ვადით დოქტორის      ან    მასთან    გათანაბრებული      აკადემიური      ხარისხის    მქონე    პირი, რომელსაც    აქვს    სამეცნიერო-პედაგოგიური       მუშაობის       არანაკლებ       6       წლის გამოცდილება        და      რომელიც      აკმაყოფილებს    უნივერსიტეტის  მიერ  დადგენილ დამატებით საკონკურსო პირობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად   შეიძლება    არჩეულ იქნეს   6 (ექვსი) წლის ვადით   დოქტორის ან მასთან    გათანაბრებული   აკადემიური    ხარისხის   მქონე პირი. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა   არანაკლებ 3   (სამი)   წლის   სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  3. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად, 6 (ექვსი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
  4. უნივერსიტეტის ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატმა შპს ნიუ უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში უნდა წარმოადგინოს:

ა. განცხადება თანამდებობის მითითებით (მიბმული ფაილი);

ბ.რეზიუმეს  შევსებული ფორმა (მიბმული ფაილი);

გ. პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

დ. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;

ე. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, დოქტორანტის შემთხვევაში – დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა;

ვ. პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა;

ზ. 2 (ორი) ფოტოსურათი მატერიალური სახით.

თ. ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის შემთხვევაში სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენა სავალდებულო არ არის);

ი. პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში ან სათანადო წესით გაცემული ცნობა).    

აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით,  რომელსაც არ აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, მაგრამ  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად  პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პულიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია;

კონკურსში მონაწილეობის მსურველი, რომლის შეფასებაც უნდა მოხდეს პროფესიული ნიშნით, საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა. განცხადება თანამდებობის მითითებით (მიბმული ფაილი);

ბ. რეზიუმეს შევსებული ფორმა (მიბმული ფაილი);

გ. პირადობის მოწმობის ასლი;

დ. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;

ე. 2 (ორი) ფოტოსურათი მატერიალური სახით;

ვ. პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა;

ზ. სპეციალური მომზადების ან/და გამოქვეყნებული პულიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა მოხდეს სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ განაცხადების გადარჩევის საფუძველზე, ხოლო საჭიროების  შემთხვევაში კონკურსანტს ევალება საცდელი ლექციის ჩატარება.

 

დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@nu.edu.ge  ან  წარმოადგინონ მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქსნის . N35, შპს ნიუ უნივერსითი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ოთახი №21. კანდიდატების მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 21 ოქტომბრიდან  25 ოქტომბრის  ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

 

ა) განაცხადების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

 

კონკურსის თითოეულ ეტაპზე მოხდება კანდიდატებთან დაკავშირება და მათი ინფორმირება

 

Leave a Comment

Your email address will not be published.

EnglishGeorgia