სიახლეები

2963654

🔷შალვა მესხიშვილისადმი მიძღვნილი
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

🔰ძვირფასო სტუდენტებო!

🔷უმაღლესი სასწავლო დაწესებულება „ნიუ უნივერსითი“ გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ შალვა მესხიშვილისადმი მიძღვნილ საუნივერსიტეტოთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე.

🔷კონფერენციის მიზანია გააერთიანოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები გამოცდილებისა და ინოვაციების გასაზიარებლად, როგორც პოლიტიკის, სამართლის, ისე ინტერდისწიპლინარულ კვლევებში.
საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება „ნიუ უნივერსითი“-ის რეფერირებად და რეცენზირებად კრებულში – „ახალგაზრდა ერუდიტი #1“ (უსასყიდლოდ).

🔷კონფერენციის სამუშაო მიმართულებები: სამართალი, სოციალური მეცნიერებები, ინჟინერია, ჯანდაცვა, განათლება, აგრარული მეცნიერებანი, ბიზნესის ადმინისტრირება, ჰუმანიტარული მეცნიერებანი.
სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.
საკონფერენციო მასალების გამოგზავნის ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი. დაგვიანებით გამოგზავნილი მასალები არ მიიღება.

📩ელ-ფოსტა: samecnierokvleva@gmail.com

🗓კონფერენციის ჩატარების თარიღი: 12 ნოემბერი, 2019

📍კონფერენციის ჩატარების ადგილი: „ნიუ უნივერსითი“, ქ. თბილისი, ქსნის ქ. #35

🔷საკონფერენციო მასალების გამოქვეყნების მოთხოვნები და ნიმუში იხ. დანართ 1-ში.

🔷დანართი 1 http://bit.ly/35Kic7I

Leave a Comment

Your email address will not be published.

EnglishGeorgia