სიახლეები

11

მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა„

(ვაკე, კუს ტბის ასახვევი, მერაბ ბერძენიშვილის ქ, 1 )

6-7  ივლისს, ღია ცის ქვეშ

(გახსნა 6 ივლისს, 18 საათზე)

გაიმართება ქართველ მოქანდაკეთა ნამუშევრების  გამოფენა, სახელწოდებით: 

„ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში„

 

პროექტი  ხორციელდება  ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით. მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრის,  კომპანია „ვიპიარ ჯგუფის„ საქართველოს კულტურის ფონდის  ორგანიზებით. პროექტის ოფიციალური პარტნიორია უმაღლესი სასწავლებელი ნიუ უნივერსითი.

პროექტის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა მოქანდაკეთა წარმოჩენა – პოპულარიზაცია. სტუდენტებში არაფორმალური განათლების, კულტურის შემეცნების ხელშეწყობა.   ფორმატი მოიცავს  კულტურის ცენტრში, ღია ცის ქვეშ, ორი დღის განმავლობაში მცირე ზომის ქანდაკებების გამოფენას, მოქანდაკეების ერთ სივრცეში გაერთიანებას.

 

New University – ს ფინანსური მხარდაჭერით გამოსაცემად მზადდება პროექტში მონაწილე მოქანდაკეების ბიოგრაფიული ცნობებისა და მათი ნამუშევრების შესახებ კატალოგი.

ღონისძიება  ეძღვნება  ბატონ მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება  შემდეგი მოქანდაკეების  ნამუშევრები:

 

  • გენო ზაქარაია,
  • გოგი შხვაცაბაია,
  • გია ჯაფარიძე,
  • ნეველ ჯიქია,
  • ჯონი გოგაბერიშვილი,
  • ზაურ ჯოხაძე,
  • ჯუმბერი ჯიქია,
  • ვალერი ჯიქია,
  • გურამ ქაჯაია,
  • ნუგზარ მანჯაფარაშვილი,
  • მურაზ მურვანიძე,
  • მერაბ ცინცაბაძე,
  • გიორგი კვაჭაძე,
  • გურამ ნიკოლაძე,
  • ავთო მჭედლიშვილი,
  • გია მადათოვი,
  • გია ჭანკოტაძე,
  • ლიზა ეპიტაშვილი,
  • მარინა ივანიშვილი,
  • კახა არუნაშილი,
  • მერაბ  კუტაშვილი.

 

სამომავლოდ იგეგმება პროექტის ფართო მასშტაბით განხორციელება, რომელიც იქნება ტრადიციული ხასიათის მატარებელი და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორ ქართველი, ასევე უცხოელი  ხელოვანები.

უმაღლესი სასწავლებელი New University აქტიურად გეგმავს მსგავს პროექტებში მონაწილეობას სტუდენტური ცხოვრების გამრავალფროვნებისა და სტუდენტთა მხარდამჭერი ღონისძიებების  გაზრდის მიზნით.

 

პაროექტის ფარგლებში, ცოცხალი მუსიკის ფონზე, მოხდება ქართული ღვინის კომპანიების პროდუქციის წარდგენა/დეგუსტაცია.

 

ღონისძიებაში  მონაწილეობას მიიღებენ სტდენტები და აბიტურიენტები.

 

პროექტის კონსულტანტი  –  ბატონი დავით ანდრიაძე

 

       საკონტაქტო პირი:

   599 94 66 05 – ირინა ცერცვაძე

   555 490 178  – გოჩა ოჩიგავა

 

Leave a Comment

Your email address will not be published.

EnglishGeorgia