სიახლეები

pexels-photo

2019 წლის 15 – 16 ივნისს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გერმანიის საელჩოსთან თანამშრომლობით ჩაატარებს მასშტაბურ ღონისძიებას „პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“, რომლის ფარგლებშიც საზოგადოების ფართო მასებისთვის მოხდება არსებული თანამშრომლობისა და საგანმანათლებლო სერვისების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. ღონისძიებას ასევე მხარს უჭერს ქალაქ თბილისის მერია.  დაგეგმილია სხვადასხვა თემატური აქტივობები საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით. ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილეა სამეცნიერო ინფორმაციისა და განათლების საერთაშორისო ცენტრი (დუსელდორფი), რომელთანაც განათლების აკადემიას გაფორმებული აქვს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. მოეწყობა საგამოფენო სივრცეები სხვადასხვა პავილიონებში. პარალელურად, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა „რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში მოისმინოს ექსპერტთა მოხსენებები.

Leave a Comment

Your email address will not be published.

EnglishGeorgia