სიახლეები

2d45e0585a84fbcfa32f570ccad435af08cbed96

განათლების აკადემიის,ასოცირებულმა პროფესორმა დარეჯან ლეკიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „ადამიანის უფლებები და კონსტიტუციური გარანტიები“, რომელიც გაიმართა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში.

ქალბატონი დარეჯანი დამსწრე საზოგადოების წინაშე გამოვიდა მოხსენებით: „ცალკეული დანაშაულის გამოძიების მეთოდიკა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ფარგლები“.

საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ: პეკინის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, ისრაელის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის დეკანი, ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორი.

განათლეის აკადემია,მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს „საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების დამეგობრებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო – კვლევითი აქტივობის წარმოჩენის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს.

განათლების აკადემიის მეცნიერებისა და კვლევის სამსახური.

Leave a Comment

Your email address will not be published.

EnglishGeorgia