სიახლეები

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის სპეციალისტი

შპს ნიუ უნივერისთი აცხადებს ღია კონკურსს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობების დასაკავებლად.

კანდიდატების მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 18 აპრილიდან 30 აპრილამდე.

დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@nu.edu.ge  ან  წარმოადგინონ მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქსნის ქ. N35, შპს ნიუ უნივერსითი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ოთახი №21.

საკონტაქტო ინფორმაცია: t.ugulava@nu.edu.ge ; +995558309300

საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება ვაკანსიის მითითებით;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) ფოტოსურათი ფორმით 3X4;

ე) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმ ვაკანსიის შემთხვევაში, სადაც მითითებულია, რომ ცოდნა დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით, აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა, ან ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ან ავტობიოგრაფიაში თვალსაჩინოდ და გარკვევით წარმოადგინოს უტყუარი ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

 

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

 

ა) განაცხადების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

 

კონკურსის თითოეულ ეტაპზე მოხდება კანდიდატებთან დაკავშირება და მათი ინფორმირება 

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის სპეციალისტი – 1 საშტატო ერთეული

შესასრულებელი სამუშაოს აღწერა

 

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილოების მიღება;

ბ) მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მონაცემთა დაკარგვის პრევენციის მიზნით სარეზერვო ასლების შექმნა (backup);

გ) ვირტუალური სერვერების მონიტორინგი, რეგულარული შემოწმება;

დ) ინტერნეტისა და ინტრანეტის მუშაობის კონტროლი და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ე) კომპიუტერული და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ვ) ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების ტექნიკური მხარდაჭერა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან კოორდინაციით;

ზ) საგამოცდო პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფა;

თ) უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემის, სტდენტური პორტალის ადმინისტრირება;

ი)  სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ ჩატარებული ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა;

კ) თანამშრომლების დახმარება საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემების  მოგვარებაში და საჭიროების შემთხვევაში მათთვის ტრენინგის ჩატარება;

ლ) სამსახურის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესულება, რომელიც უკავშირდება ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის საქმიანობას.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით 2 წლის მუშაობის გამოცდილება;

გ) კომპიუტერული ტექნიკის და აღჭურვილობის კარგი ცოდნა;

დ) Windows ოპერაციული სისტემების კარგი ცოდნა;

ე) Linux/Unix სისტემების საბაზისო ცოდნა;

ვ) ქსელის მართვის და მონიტორინგის ცოდნა და  გამოცდილება;

ზ) ქართული ენაზე მეტყველებისა და წერის ძალიან კარგი უნარები;

თ) ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და წერის  კარგი უნარები (B2);

ი) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. Power Point, Outlook) კარგად ცოდნა.

 

საჭირო უნარები:

ა) ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;

ბ) განვითარებაზე ორიენტირებულონის უნარი;

გ) ლოგიკური/ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დ) დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

ე) ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი;

ვ) გუნდური მუშაობის უნარი.

Leave a Comment

Your email address will not be published.

EnglishGeorgia