Blog

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი

შპს ნიუ უნივერისთი აცხადებს ღია კონკურსს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობების დასაკავებლად.

კანდიდატების მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 18 აპრილიდან 30 აპრილამდე.

დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@nu.edu.ge  ან  წარმოადგინონ მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქსნის ქ. N35, შპს ნიუ უნივერსითი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ოთახი №21.

საკონტაქტო ინფორმაცია: t.ugulava@nu.edu.ge ; +995558309300

საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება ვაკანსიის მითითებით;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) ფოტოსურათი ფორმით 3X4;

ე) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმ ვაკანსიის შემთხვევაში, სადაც მითითებულია, რომ ცოდნა დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით, აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა, ან ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ან ავტობიოგრაფიაში თვალსაჩინოდ და გარკვევით წარმოადგინოს უტყუარი ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

 

 

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

 

ა) განაცხადების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

 

კონკურსის თითოეულ ეტაპზე მოხდება კანდიდატებთან დაკავშირება და მათი ინფორმირება 

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი – 1 საშტატო ერთეული

სამუშაოს აღწერა

 

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია    სამსახურზე    დაკისრებული    ფუნქციებისა    და    ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს  ფუნქციებს  სამსახურის  თანამშრომლებს  შორის,  აძლევს  მათ  შესაბამის მითითებებს და დავალებებს;

დ) პერიოდულად    სამსახურის თანამშრომლებისგან    ისმენს    ანგარიშს    მათ    მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;

ე) უნივერსიტეტის რექტორის პირველ მოადგილეს  წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველთვიურ და კონსოლიდირებულ წლიურ ანგარიშს;

ვ) უნივერსიტეტის  რექტორის პირველ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის, შტატების რაოდენობის, მუშაობის ორგანიზაციის, საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსით მომარაგების, თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შეიმუშავებს ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკას;

თ) შუამდგომლობს   სამსახურის   თანამშრომელთა   კვალიფიკაციის   ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ი) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის კომპიუტერული სისტემის, ინტერნეტ კომუნიკაციებისა და კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოებასა და გამართულ მუშაობაზე;

კ) პასუხისმგებელია კომპიუტერების საჭირო პროგრამებით უზრუნველყოფაზე;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ა) უმაღლესი განათლება  (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით 2 წლის მუშაობის გამოცდილება. აქედან,  არანაკლები ერთი წელის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

გ) კომპიუტერული ტექნიკის და აღჭურვილობის კარგი ცოდნა;

დ) Windows ოპერაციული სისტემების კარგი ცოდნა, მათ შორის Windows Server, Active Directory- Directory Service, WSUS, WDS, HV, DHCP, DNS  ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;

ე) Linux/Unix სისტემების საბაზისო ცოდნა;

ვ) ქსელის მართვის და მონიტორინგის ცოდნა და  გამოცდილება;

ზ) ქართული ენაზე მეტყველებისა და წერის ძალიან კარგი უნარები;

თ) ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და წერის კარგი უნარები (B2);

ი) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. Power Point, Outlook) კარგად ცოდნა.

 

საჭირო უნარები:

 

ა) გუნდის მართვისა და გუნდის განვითარების უნარი;

ბ) სხვადასხვა IT სერვისებში გარკვევის და ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;

გ) განვითარებაზე ორიენტირებულონის უნარი;

დ) ლოგიკური/ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ე) დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

ვ) ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი;

 

Leave a Comment

Your email address will not be published.