სიახლეები

ვაკანსია ბიბლიოთეკის სპეციალისტი

შპს ნიუ უნივერისთი აცხადებს ღია კონკურსს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობების დასაკავებლად.

კანდიდატების მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 18 აპრილიდან 30 აპრილამდე.

დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@nu.edu.ge  ან  წარმოადგინონ მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქსნის ქ. N35, შპს ნიუ უნივერსითი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ოთახი №21.

საკონტაქტო ინფორმაცია: t.ugulava@nu.edu.ge ; +995558309300

საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება ვაკანსიის მითითებით;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) ფოტოსურათი ფორმით 3X4;

ე) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმ ვაკანსიის შემთხვევაში, სადაც მითითებულია, რომ ცოდნა დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით, აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა, ან ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ან ავტობიოგრაფიაში თვალსაჩინოდ და გარკვევით წარმოადგინოს უტყუარი ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

 

 

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

 

ა) განაცხადების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

 

კონკურსის თითოეულ ეტაპზე მოხდება კანდიდატებთან დაკავშირება და მათი ინფორმირება 

 

ბიბლიოთეკის სპეცილისტი – 1 საშტატო ერთეული

სამუშაოს აღწერა

 

ა) უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო-კვლევითი პროცესებისათვის საჭირო ლიტერატურის და სხვადასხვა საინფორმაციო მასალის მიწოდება უნივერსიტეტის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის მოწესრიგება;

გ) მომხმარებელთა ჩართვა ელექტრონულ ბაზებში;

დ) ბიბლიოთეკაში არსებული წიგნადი ფონდის აღრიცხვა, საბიბლიოთეკო დოკუმენტების კატალოგიზაციისა და და სისტემატიზაციის პროცესებში აქტიური მონაწილეობა;

ე) სტუდენტებისა და აკადემიური/მოწვეული/ადმინისტრაციული პერსონალის ბიბლიოთეკაში გაწევრიანების უზრუნველყოფა;

ვ) სტუდენტებისა და პერსონალისთვის საბიბლიოთეკო რესურსებთან და სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება (მათ შორის, საორიენტაციო შეხვედრების და კონსულტაციების გაწევის გზით);

ზ) ბიბლიოთეკაში არსებული ფონდის მოწესრიგება და აღრიცხვა;

თ) ბიბლიოთეკის ფონდის განახლება–შევსებისათვის წინადადებების წარდგენა;

ი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებს უზრუნველყოფს სასწავლო ლიტერატურით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

ა) უმაღლესი განათლება ბიბლიოთეკარის კვალიფიკაციით.

ბ) ბიბლიოთეკაში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება

გ) ქართული ენაზე მეტყველებისა და წერის ძალიან კარგი უნარები;

დ) სასურველია ინგლისური ან/და რუსული  ენის ცოდნა (B2);

ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Outlook) კარგად ცოდნა.

 

საჭირო უნარები:

ა) პრეზენტაციის მომზადების, ჩატარების უნარი;

ბ) ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;

გ) დროის ეფექტიანად მართვის;

დ) შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების უნარი;

ე) მონაცემთა ანალიზის უნარი.

 

Leave a Comment

Your email address will not be published.

EnglishGeorgia