სიახლეები

ბიბლიოღეკის უფროსი

შპს ნიუ უნივერისთი აცხადებს ღია კონკურსს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობების დასაკავებლად.

კანდიდატების მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 18 აპრილიდან 30 აპრილამდე.

დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@nu.edu.ge  ან  წარმოადგინონ მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქსნის ქ. N35, შპს ნიუ უნივერსითი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ოთახი №21.

საკონტაქტო ინფორმაცია: t.ugulava@nu.edu.ge ; +995558309300

საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება ვაკანსიის მითითებით;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) ფოტოსურათი ფორმით 3X4;

ე) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმ ვაკანსიის შემთხვევაში, სადაც მითითებულია, რომ ცოდნა დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით, აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა, ან ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ან ავტობიოგრაფიაში თვალსაჩინოდ და გარკვევით წარმოადგინოს უტყუარი ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

 

 

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

 

ა) განაცხადების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

 

კონკურსის თითოეულ ეტაპზე მოხდება კანდიდატებთან დაკავშირება და მათი ინფორმირება 

 

ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკის უფროსი – 1 საშტატო ერთეული

სამუშაოს აღწერა

 

ა) ბიბლიოთეკის საქმიანობის წარმართვა და ხელმძღვანელობა;

ბ) მოთხოვნის შესაბამისად მკითხველის უზრუნველყოფა საჭირო საბიბლიოთეკო რესურსით

(ელექტრონული, წიგნადი);

გ) პასუხისმგებლობა ბიბლიოთეკაში არსებული წიგნადი ფონდის არღიცხვაზე, მოვლაზე, ტექნიკურ

დამუშავებაზე და განვითარებაზე;

დ) პასუხისმგებლობა საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის სისწორეზე;

ე) ბიბლიოთეკაში არსებული წიგნადი ფონდის შესაბამისობის უზრუნველყოფა

საგანმანათლებლო პროგრამებში მითითებულ ძირითად ლიტერატურასთან;

ვ) საბიბლიოთეკო ინვენტარის მართვა;

ზ) საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობისთვის ანბანური, თემატური და საგნობრივი

კატალოგების შექმნა და პერიოდული განახლება;

თ) ბიბლიოთეკის მომხმარებელთა ჩართვა ელექტრონულ ბაზებში;

ი) სტუდენტებისა და აკადემიური/მოწვეული/ადმინისტრაციული პერსონალის ბიბლიოთეკაში

გაწევრიანების უზრუნველყოფა;

კ) სტუდენტებისა და პერსონალისთვის საბიბლიოთეკო რესურსებთან და სერვისებთან

დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება (მათ შორის, საორიენტაციო შეხვედრების და

კონსულტაციების გაწევის გზით);

ლ) პერსონალისა და სტუდენტების მოთხოვნების გათვალისწინებით საბიბლიოთეკო რესურსებისა

და სერვისების მუდმივ განახლებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

მ) ბიბლიოთეკის მუშაობის შესახებ ანაგარიში მომზადება წელიწადში ორჯერ ან/და

საჭიროებისამბერ და რექტორისათვის წარდგენა;

ნ) სხვა დავალებების შესრულება, რომელიც უკავშირდება ბიბლიოთეკის საქმიანობას.

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

ა) უმაღლესი განათლება ბიბლიოთეკარის კვალიფიკაციით.

ბ) ბიბლიოთეკაში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება

გ) ქართული ენაზე მეტყველებისა და წერის ძალიან კარგი უნარები;

დ) სასურველია ინგლისური ან/და რუსული  ენის ცოდნა (B1);

ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Outlook) კარგად ცოდნა.

 

საჭირო კომპეტენციები და უნარები:

ბიბლიოთეკის უფროსი

 

ა) პრეზენტაციის მომზადების, ჩატარების უნარი;

ბ) ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;

გ) დროის ეფექტიანად მართვის;

დ) შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების უნარი;

ე) გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

 

Leave a Comment

Your email address will not be published.

EnglishGeorgia