სიახლეები

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი

ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი – 1 საშტატო ერთეული

სამუშაოს აღწერა:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია    სამსახურზე    დაკისრებული    ფუნქციებისა    და    ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს  ფუნქციებს  სამსახურის  თანამშრომლებს  შორის,  აძლევს  მათ  შესაბამის მითითებებს და დავალებებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სახელით ამზადებს ანგარიშებს და  დასკვნებს;

ე) შუამდგომლობს   სამსახურის   თანამშრომელთა   კვალიფიკაციის   ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ვ) მონაწილეობს უნივერსიტეტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შემუშავების პროცესში;

ზ) მონაწილეობს პერსონალის მართვის პოლიტიკის შემუშავებაში;

თ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის სამუშაო აღწერილობების შექმნაზე;

ი) ორგანიზებას უწევს აკადემიური/მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესს: განსაზღვრავს საკონკურსო პირობებს, აორგანიზებს კონკურსის ყველა ეპატს, უზრუნველყოფს საკონკურსო კომისიის სხდომების ჩატარებას და დაოქმებას;

კ) ადმინისტრაციული/აკადემიური/მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით, შეიმუშავებს შეფასების ეფექტიან და გამჭვირვალე სისტემას და ხელმძღვანელობს პროცესებს;

ლ) შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე, რექტორს წარუდგენს  წინადადებებს პროფესიული განვითარების საჭიროებების გამოვლენის, წახალისების, დისციპლინური სახდელის დაკისრების და სხვა ღონისძიებების შესახებ;

მ)შეიმუშავებს თანამშრომელთა ტრენინგების გეგმას და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას;

ნ) უზრუნველყოფს უნივერსიტეტში ორგანიზაციული კულტურის შექმნას;

ო)შეიმუშავებს და ნერგავს ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ადაპტაციის პროცესს;

პ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქმიანი წერილების, პერსონალის დანიშვნის/გათავისუფლების, მივლინების, პროფესიული გავნითარების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმსგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით ბრძანებების პროექტების, პერსონალის შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი  ცნობების, თანამშრომლებთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულებების, ასევე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პროექტების მომზადებას და პასუხისმგებელია მათ სისწორეზე;

ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამსახურში, აგრეთვე უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული დოკუმენტებს, საკადრო საკითხებთან შესაბამისობის მიზნით;

რ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის დებულებით, შიდა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

ა) უმაღლესი განათლება, საურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროს სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით;

გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) ქართული ენაზე მეტყველებისა და წერის ძალიან კარგი უნარები;

ე) ინგლისური ენის კარგად ცოდნა (B2);

ვ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Power Point, Outlook) კარგად ცოდნა.

 

საჭირო უნარები:

ა) გუნდის მართვისა და განვითარების  უნარი;

ბ) სამუშაოს ანალიზის უნარი;

გ) დელეგირების უნარი;

დ) ინტერვიუს ჩატარების უნარი;

ე)კონფლიქტებისა და დავების მართვისა და გადაჭრის უნარი;

ვ) კონსულტირებისა და ქოუჩინგის უნარი;

ზ) ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი.

 

Leave a Comment

Your email address will not be published.

EnglishGeorgia