სიახლეები

news_414

შპს ნიუ უნივერისთი აცხადებს ღია კონკურსს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობების დასაკავებლად.

კანდიდატების მიერ განაცხადების წარმოდგენის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 18 აპრილიდან 19 აპრილამდე.

დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@nu.edu.ge  ან  წარმოადგინონ მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქსნის ქ. N35, შპს ნიუ უნივერსითი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ოთახი №21.

საკონტაქტო ინფორმაცია: t.ugulava@nu.edu.ge ; +995558309300

საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება ვაკანსიის მითითებით;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) ფოტოსურათი ფორმით 3X4;

ე) შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმ ვაკანსიის შემთხვევაში, სადაც მითითებულია, რომ ცოდნა დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით, აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა, ან ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ან ავტობიოგრაფიაში თვალსაჩინოდ და გარკვევით წარმოადგინოს უტყუარი ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

ა) განაცხადების გადარჩევა;

ბ) გასაუბრება.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

კონკურსის თითოეულ ეტაპზე მოხდება კანდიდატებთან დაკავშირება და მათი ინფორმირება

Leave a Comment

Your email address will not be published.

EnglishGeorgia