სიახლეები

signature

შპს „ნიუ-უნივერსიტი“ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორის, ასოცირებული-პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის) დასაკავებლად შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

 

  • სამართლის საბაკალავრო  საგანმანათლებლო  პროგრამა:

ა. პროფესორი  -1 საშტატო ერთეული (სამართლის საფუძვლების მიმართულებით);

ბ. ასოცირებული პროფესორი  – 3 საშტატო ერთეული (2 -კერძო სამართლის მიმართულებით, 1 -სისხლის სამართლის მიმართულებით);

გ.  ასისტენტი – 1 საშტატო ერთეული (სისხლის სამართლის მიმართულოებით).

  • ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა. პროფესორი  – 2 საშტატო ერთეული (1 -მენეჯმენტის მიმართულებით, 1-ფინანსების მიმართულებით);

ბ. ასოცირებული პროფესორი  – 3 საშტატო ერთეული (1 – ფინანსების მიმართულებით, 1- მენჯმენტის მიმართულებით, 1- მარკეტინგის მიმართულებით);

  • ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) აზერბაიჯანული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა. ასოცირებული პროფესორი  – 1 საშტატო ერთეული(მენჯმენტის მიმართულებით);

ბ. ასისტენტი -2 საშტატო ერთეული( 2- მენეჯმენტის მიმართულებით).

  • კომპიუტინგის საბაკალავრო საგანმანათლებო პროგრამა:

ა. ასოცირებული პროფესორი  – 3 საშტატო ერთეული(3-კომპიუტინგის მიმართულებით);

გ. ასისტენტ-პროფესორი –1  საშტატო ერთეული(-კომპიუტინგის მიმართულებით);

დ. ასისტენტი – 1 საშტატო ერთეული(კომპიუტინგის მიმართულებით).

  • ფსიქოლოგის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა. პროფესორი  – 1 საშტატო ერთეული;

ბ. ასოცირებული პროფესორი  – 2 საშტატო ერთეული.

  • ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა. პროფესორი  – 1 საშტატო ერთეული;

ბ. ასოცირებული პროფესორი  – 2 საშტატო ერთეული;

  • საერთაშორიოს ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა. ასოცირებული პროფესორი  – 2 საშტატო ერთეული;

გ. ასისტენტ პროფესორი – 2  საშტატო ერთეული;

დ. ასისტენტი – 2 საშტატო ერთეული.

  • ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა. პროფესორი  – 8 საშტატო ერთეული;

ბ. ასოცირებული პროფესორი  – 14 საშტატო ერთეული;

  • ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამა:

ა. პროფესორი  – 4 საშტატო ერთეული;

ბ. ასოცირებული პროფესორი  – 2 საშტატო ერთეული;

  1. უნივერსიტეტის პროფესორად     შეიძლება  არჩეულ  იქნეს  6 (ექვსი) წლის ვადით დოქტორის      ან    მასთან    გათანაბრებული      აკადემიური      ხარისხის    მქონე    პირი, რომელსაც    აქვს    სამეცნიერო-პედაგოგიური       მუშაობის       არანაკლებ       6       წლის გამოცდილება        და      რომელიც      აკმაყოფილებს    უნივერსიტეტის  მიერ  დადგენილ დამატებით საკონკურსო პირობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად   შეიძლება    არჩეულ იქნეს   6 (ექვსი) წლის ვადით   დოქტორის ან მასთან    გათანაბრებული   აკადემიური    ხარისხის   მქონე პირი. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა   არანაკლებ 3   (სამი)   წლის   სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  3. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად, 6 (ექვსი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
  4. უნივერსიტეტის ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 6 (ექვსი) წლის ვადით.
  5. აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატმა სასწავლო უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში უნდა წარმოადგინოს:

ა. განცხდება;

ბ. უნივერსიტეტის ვებგვერდზე ელექტრონულად განთავსებული რეზიუმეს შევსებული ფორმა ან CV (ავტობიოგრაფია);

გ. პირადობის მოწმობის ასლი;

დ. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;

ე. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, დოქტორანტის შემთხვევაში – დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა;

ვ. 2 (ორი) ფოტოსურათი მატერიალური სახით.

ზ. ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის შემთხვევაში სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენა სავალდებულო არ არის);

თ. პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში ან სათანადო წესით გაცემული ცნობა).

  1. აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პულიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია;
  2. კონკურსში მონაწილეობის მსურველი, რომლის შეფასებაც უნდა მოხდეს პროფესიული ნიშნით, საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა. განცხადება;

ბ. უნივერსიტეტის ვებგვერდზე ელექტრონულად განთავსებული რეზიუმეს შევსებული ფორმა ან CV (ავტობიოგრაფია);

გ. პირადობის მოწმობის ასლი;

დ. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;

ე. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, დოქტორანტის შემთხვევაში – დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა;

ვ. 2 (ორი) ფოტოსურათი მატერიალური სახით;

ზ. პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ. სპეციალური მომზადების ან/და გამოქვეყნებული პულიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები.

  1. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა მოხდეს სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ განაცხადების გადარჩევის საფუძველზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კონკურსანტს ევალება საცდელი ლექციის ჩატარება;
  2. კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა და მათი რეგისტრაციის ვადები:  2019 წლის 17  თებერვლიდან  21 თებერვლის ჩათვლით ყოველ დღე  (10:00-17:00 სთ). მისამართი: თბილისი, ქ.თბილისი ქსნის ქ.35;
  3. კონკურსი ჩატარდება 2019  წლის  22 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით;
  4. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება შპს „ნიუ-უნივერსიტი“-ს ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 2019  წლის  26 თებერვალს.

 

 

 

Leave a Comment

Your email address will not be published.

EnglishGeorgia